Saturday, June 12, 2010
Wednesday, June 9, 2010
პროექტის აღწერა
პროექტი ,, შოკოლადი”
ვის უყვარს შოკოლადი?
სტატისტიკა გვამცნობს: მთელს მსოფლიოში შოკოლადი ძალიან ბევრს უყვარს. მათ შორის მამაკაცების 25%-ს, ქალების 40%-ს და ბავშვების 35%-ს.
1.პროექტის სახელი: ,,შოკოლადი”.
2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეებმა უნდა გამოიკვლიონ შეიცავს თუ არა შოკოლადი საჭირო ნივთიერებებს ეტიკეტზე მითითებული რაოდენობით, არის თუ არა მასში საკვები დანამატები და საზიანოა თუ არა ისინი ადამიანის ჯანმრთელობისათვის?
3. პროექტის სრული აღწერა:შეფასების რუბრიკით მოსწავლეები იკვლევენ არის თუ არა შოკოლადი წვადი? როგორ შეიძლება ამ ცდის ჩატარება?
კარგი ხარისხის შოკოლადი აუცილებლად შეიცავს ძირითად ნივთიერებებს:კაკაოს ცხიმს, კაკაოს ფხვნილსა და შაქარს.მოსწავლეები ცდის საშუალებით ადგენენ კაკაოს ცხიმის რაოდენობას, შაქრის მასას და კაკაოს ფხვნილის მასას 20 გრამ მწარე შოკოლადში. ათვალიერებენ შოკოლადის ეტიკეტს არკვევენ რა ნივთიერებებს შეიცავს მოცემული შოკოლადი, არის თუ არა მასში არომატიზატორები.ხომ არ ცრუობს მწარმოებელი?
4.მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი (X კლასი)
5.ვადები: 1 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები:ინფორმაციის მოძიება,შეგროვება,დამუშავება,დახარისხება,ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარჩვევების განვითარება, ექსპერიმენტის დაგეგმისა და ჩატარების,შედეგების გაანალიზებისა და დასკვნის გამოტანის უნარის ფორმირება.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოძიებენ ინფორმაციას მათთვის საყვარელი ტკბილეულის შესახებ,ისწავლიან გუნდურ მუშაობას, მოიძიებენ რეცეპტებს და მოამზადებენ შოკოლადს.ინტერნეტით დაუკავშირდებიან თანატოლებს და გააცნობენ თავიანთ პროექტს.
8.სამუშაო ენა:ქართული.
9.საგნებთან კავშირი: ბიოლოგია
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ---
11.პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამთა ჯამარაული
12.პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: t.jamarauli@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდის ბლოგი: -----